თეგი: ჰინგ-კონგი
ნიდერლანდების აეროპორტში მგზავრს გადაშენების პირას მყოფი 26 კუ აღმოუჩინეს
ნიდერლანდების ხელისუფლებამ ამსტერდამის „სქიფჰოლის“ აეროპორტში მექსიკიდან ჰონგ-კონგში მიმავალ მგზავრს ბარგში დამალული 26 გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი პატარა კუ აღმოუჩინა. კუები წებოვანი ლენტით ჰყავდათ შეკრული, რათა ვერ ემოძრავათ. მათი ნაწილი სათამაშო მანქანასთან ერთად ყუთში იყო მოთავსებული, რამდენიმე კი — დახურულ წინდაში. კუები გადარჩნენ და სპეციალურ სამაშველო ცენტრში გადაიყვანეს. მექსიკაში ამ სახეობის მხოლოდ 300-მდე კუა დარჩენილი. კუების უკანონო გადაზიდვაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავეს. ნიდერლანდების სამეფოს ჟანდარმერია [NVWA] აღნიშნავს, რომ უკანონო ვაჭრობა მისი გადაშენების ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, რომ დაკავებული კაცი ორგანიზებული უკანონო სავაჭრო ქსელის წევრია. გამოძიება გრძელდება.