თეგი: ჰიტროუს აეროპორტი

ლონდონის აეროპორტში პაკეტის შემოწმებისას ურანი აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში, ჰითროუს აეროპორტში შემოწმებისას პაკეტში მცირე რაოდენობით ურანი აღმოაჩინეს. იუწყება Sky News-ი. მეტროპოლიტენის პოლიციამ განაცხადა, რომ მისი კონტრტერორისტული განყოფილება დაუკავშირდა სასაზღვრო ძალების კოლეგებს აეროპორტში მას შემდეგ, რაც 29 დეკემბერს დაბინძურებული მასალა აღმოაჩინეს. მეთაურმა რიჩარდ სმიტმა თქვა, რომ დაბინძურებული მასალის რაოდენობა "ძალიან მცირე იყო" და, ექსპერტების აზრით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების თქმით, არავინ დაუკავებიათ. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ოფიცრები მუშაობენ პარტნიორ უწყებებთან, რათა გამოიძიონ და უზრუნველყონ საზოგადოებისთვის რისკის არარსებობა. ურანი არის ლითონი, რომელიც ბუნებრივად არსებობს დედამიწაზე, მაგრამ საზიანოა ადამიანისთვის, რადგან ის აუცილებელი ბირთვული ელემენტია.