თეგი: ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია
ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ, რუსეთისა და ბელორუსისთვის სანქციების ვადა გაახანგრძლივა
ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) საბჭომ საერთაშორისო შეჯიბრებიდან რუსეთისა და ბელორუსის ნაკრებების კიდევ ერთი წლით გამორიცხვის შესახებ განაცხადა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ყინული ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთ და ბელორუს სპორტსმენებს, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა 2022 წლის გაზაფხულზე შეუჩერა, „საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე, საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთისა და ბელორუსიის ნაკრებების დაბრუნება IIHF-ის შეჯიბრებებში ჯერაც არ არის უსაფრთხო, ამიტომ ეს გუნდები 2024/25 წლების სეზონში მონაწილეობას არ მიიღებენ,“ - ნათქვამია IIHF-ის პრესრელიზში. რუსეთს 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამართვის უფლებაც ჩამოართვეს. ის ნოვოროსიისკსა და ომსკში უნდა ჩატარებულიყო. რუსეთისა და ბელორუსის ნაკრებებმა უკვე გამოტოვეს 2022 და 2023 წლების მსოფლიო ჩემპიონატები და ახლა 2024 წლის ჩემპიონატს გამოტოვებენ. გარდა ამისა, ბელარუსი ვერ მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ რაუნდში, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმართება. რუსეთის საფეხბურთო ნაკრებ გუნდს აეკრძალა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა, რუსეთის საფეხბურთო კლუბები კი გაირიცხნენ ევროპის მთავარი ტურნირებიდან - ჩემპიონთა ლიგიდან და ევროპის ლიგიდან. ამავდროულად, უკრაინის ნაკრები ფინალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, უკრაინამ ჯგუფის ყველა და მეტოქე - პოლონეთი, კორეა და ესტონეთი დაამარცხა.