თეგი: „არქტიკული მისია“
NATO „არქტიკულ მისიას“ იწყებს
NATO-მ განაცხადა, რომ არქტიკული მისიის „დაგეგმვა მიმდინარეობს.“ ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის წარმომადგენელმა მარტინ ო’დონელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ NATO-ს გაძლიერებული სიფხიზლის აქტივობა“ „კიდევ უფრო გააძლიერებს ალიანსის პოზიციას არქტიკასა და შორეულ ჩრდილოეთში.ს“ მან დამატებითი დეტალების გავრცელებისგან თავი შეიკავა. ასევე გაურკვეველია, თუ სად ჩატარდება წვრთნები. დანია ამჟამად გრენლანდიაში მიმდინარე NATO-ს წვრთნებს ხელმძღვანელობს, რომელსაც ოპერაცია „არქტიკული გამძლეობა“ ეწოდება. ალიანსის ახალი გეგმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა“ გაავრცელა, როდესაც NATO-ს მეთაურმა, აშშ-ის გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა „არკტიკის გუშაგის“ სახელწოდების მქონე მისიის დაწყების კონკრეტული გეგმების შესახებ ისაუბრა. გამოცემის ცნობით, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები შესაძლოა, უახლოეს კვირებში შეხვდნენ ბრიუსელში, სადაც ოპერაციის წინასწარი გეგმების შესახებ კონსულტაციებს გამართავენ. იანვარში, დავოსში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ განიხილეს, თუ როგორ შეუძლიათ მოკავშირეებს ერთობლივად იმუშაონ არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, არამხოლოდ გრენლანდიაში, არამედ, NATO-ს შვიდი ქვეყნის, რომლებსაც არქტიკაში მიწა აქვთ. დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა, რომ ძალიან სასიხარულოა, რომ ალიანსის მისიის სამხედრო დაგეგმვა მიმდინარეობს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან არქტიკასა და ჩრდილო ატლანტიკაში უსაფრთხოების გასაზრდელად,“ - დაწერა მან სოციალურ პლატფორმა X-ზე. ტრამპი დავოსში: არ გამოვიყენებ ძალას, ერთადერთი, რასაც აშშ ითხოვს, არის გრენლანდია - ყინულის ნაჭერი გვინდა მსოფლიოს დასაცავად