თეგი: „განდაგანა“
პარიზის მოდის კვირეულზე, KidSuper-ის შოუ აჭარული განდაგანას ფონზე დაიხურა
პარიზი მოდის კვირეულს მასპინძლობს. ამერიკელი მხატვრის, მოდის დიზაინერის მიერ დაფუძნებული ბრენდის - Kidsuper-ის შოუზე ქართული მუსიკის რიტმი იყო გამოყენებული. KidSuper-ის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციის ჩვენების ფინალი აჭარული განდაგანას ფონზე დაიხურა. ვიდეო Women’s wear daily-ის (WWD) Instagram-ზე გამოქვეყნდა. ცნობილ გამოცემას 1,8 მილიონიანი გამომწერი ჰყავს. ჩვენებაში ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავი რონალდინიო მონაწილეობდა.