თეგი: „გველების კუნძული“

„ძალის დემონსტრირება შავი ზღვის რეგიონში“ - ბრიტანულმა დაზვერვამ რუსეთის მიზნები გააანალიზა

რუსული სამხედრო ძალების რეგულარული დარტყმები გველების კუნძულის მახლობლად მდებარე რაიონში, რომლის სიახლოვეს, 5 დეკემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის ბომბდამშენი SU-24М ჩამოაგდეს, შეიძლება, დაკავშირებული იყოს კრემლის მცდელობასთან, ძალის დემონსტრირება მოახდინოს შავი ზღვის რეგიონში. ამ ვარაუდს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ბრიტანულმა დაზვერვამ რუსული SU-24М განადგურების ბოლო ფაქტი გააანალიზა. „2023 წლის ზაფხულიდან რუსეთი აგრძელებს კუნძულის წინააღმდეგ მაღალი რისკის შემცველ თავდასხმით ოპერაციებს,“ - აღნიშნა ბრიტანულმა დაზვერვამ. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსი ოკუპანტები შესაძლოა, მსგავს მისიებს ძირითადად საინფორმაციო მიზნებისთვის ასრულებენ, რადგან „გველების კუნძული“ უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. რაც შეეხება უკრაინული მხარის განცხადებას SU-24М-ის ჩამოგდებაზე, საჰაერო ძალების მეთაურის მიკოლა ოლეშჩუკის თქმით, ბომბდამშენმა რაკეტისა და ბომბის ჩამოგდება ოდესის რეგიონის სამხრეთ ნაწილში სცადა. თავის მხრივ, უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა ასევე გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ბომბდამშენმა ასევე ჩამოაგდო ნაღმები მარცვლეულის დერეფნის დასაზიანებლად. გარდა ამისა, უკრაინის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ მტრის Su-24M-ის ჩამოგდების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა საავიაციო აქტივობა შეამცირეს. კუნძული ზმეინი უკრაინელებმა 2022 წლის 30 ივნისს გაათავისუფლეს. ასევე გაეცანით: რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი