თეგი: „დამცველი 2023“
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილი წვრთნების მიზნებს განმარტავს
22 აპრილს აშშ-ის ხელმძღვანელობით მასშტაბური წვრთნები იწყება. წვრთნებში 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან, დაახლოებით 9000 ამერიკელი ჯარისკაცი და დაახლოებით 17 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლების ნაწილი ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. Defender 23-ს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ხელმძღვანელობს. სწავლება 2021 წლიდან ტარდება. პენტაგონის განმარტებით, წვრთნების მიზანია აშშ-ის არმიის უნარის დემონსტრირება, სწრაფად განათავსოს საბრძოლო სანდო ჯარები და აღჭურვილობა. ასევე, მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათ შესწევთ უნარი, დაიცვან კონტინენტი აგრესიისგან და მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. „წვრთნები ასევე ასახავს ევროპული ქვეყნების ვალდებულებას, გაზარდონ საკუთარი სამხედროების მასშტაბები, შესაძლებლობები და თავსებადობა“, - აცხადებენ პენტაგონში. ინფორმაციისთვის, შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, კოსოვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. წვრთნების მხარდასაჭერი აღჭურვილობის ჩატანა ესპანეთში ამ კვირაში უკვე დაიწყო.