თეგი: „დოიჩე ველე“

გერმანულმა „დოიჩე ველემ“ ქართული სამსახური შექმნა

გერმანიის საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ (DW) 2026 წლის 3 აგვისტოდან ქართულენოვანი სამსახური გახსნა. ქართულენოვანი სამსახური საწყის ეტაპზე 18 თვის განმავლობაში იმუშავებს. DW-ს ქართული სამსახური საქართველოს, ევროპისა და მთელი მსოფლიოს ამბებს ჯერ მხოლოდ ინსტაგრამზე, მოგვიანებით კი, Facebook-სა და „იუთუბზეც“ გააშუქებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და„ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ ნაწილია. ამავე ინიციატივის ფარგლებში, DW-ს პარტნიორმა ორგანიზაციებმა ფრანგულმა მაუწყებელმა France Médias Monde-მ და პოლონურმა საერთაშორისო მაუწყებელმა TVP World-მა მაუწყებლობა სომხური და აზერბაიჯანული აუდიტორიებისათვის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც დაიწყეს. ცნობისთვის, 2026 წლის აპრილის ბოლოს პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი სამსახური შექმნა.