თეგი: „ევროპული ცის ფარის ინიციატივა“

NATO-ს 14 წევრი ქვეყანა და ფინეთი „ევროპის ცის ფარის ინიციატივას“ აამოქმედებენ

NATO-ს 14 მოკავშირის თავდაცვის მინისტრები და ფინეთი ევროპის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. მოკავშირეები შეიმუშავებენ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემას სახელწოდებით - „ევროპული ცის ფარის ინიციატივა“ ქმნიან. მისი მიზანია, გააძლიეროს ალიანსის უნარი, დაიცვას თავისი წევრები, იტყობინება ორგანიზაცია. „ეს ვალდებულება დღეს კიდევ უფრო გადამწყვეტია, რადგან ჩვენ მოწმენი ვართ რუსეთის მიერ უკრაინაში დაუნდობელი და განურჩეველი სარაკეტო თავდასხმების“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ. გერმანიის ხელმძღვანელობით ამოქმედებული ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნას, ევროპული ქვეყნების მიერ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობისა და რაკეტების ერთობლივი შეძენის გზით. ეს გააძლიერებს NATO-ს ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას. NATO-ს 14 ქვეყანას შორის არიან: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვაკეთი, სლოვენია, რუმინეთი, გაერთიანებული სამეფო. ფინეთი NATO-ს წევრობის მოლოდინშია. მისი განაცხადი წევრი ქვეყნების მიერ რატიფიცირების ეტაპზეა.