თეგი: „თელასი“

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია ისევ ავარიულად გაითიშა

საბურთალოს რაიონში 28 000-მდე მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ Europetime-ს თელასში განუცხადეს. მიწოდების აღდგენის სავარაუდო დროდ 18:00 სახელდება. განახლება: „დღეს 15:14 საათზე ავარიულად გაითიშა ქვესადგურის „საბურთალო-1“ მკვებავი 35-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს. „თელასის“ საავარიო სამსახური ადგილზე იმყოფება და აღდგენით სამუშაოს აწარმოებს. ელექტრომომარაგება 18:00 საათზე აღდგება. 28 აგვისტოს საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე გაჩენილი ხანძრის გამო „თელასი“-ს მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. „თელასი“-ს საავარიო სამსახურმა უმოკლეს ვადებში შეძლო ავარიის აღმოფხვრა და ელექრტომომარაგების აღდგენა. თუმცა დრეს 35-კილოვოლტიანი ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა,“ - ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში. შეგახსენებთ, „თბილისში, ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო, „თელასის“ მაღალი ძაბვის 35 კვტ სიმძლავრის კაბელები გუშინ, 28 აგვისტოს დაიწვა. ელექტროენერგიის მიწოდება გამთენიისას აღდგა.