თეგი: „რესპუბლიკელები“
ყოფილი „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ აშშ-ში ახალ პარტიას ქმნიან
Reuters-ის ინფორმაციით, ყოფილი „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ აშშ-ში ახალ პარტიას ქმნიან. პარტიის სახელწოდება იქნება - Forward (წინ) და თავდაპირველად თანათავმჯდომარეები იქნებიან ყოფილი დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი ენდრიუ იანგი და კრისტინ ტოდ უიტმანი, ნიუ ჯერსის ყოფილი „რესპუბლიკელი“ გუბერნატორი. ისინი იმედოვნებენ, რომ პარტია გახდება ეფექტიანი ალტერნატივა „რესპუბლიკური“ და დემოკრატიული პარტიებისთვის, რომლებიც აშშ-ის პოლიტიკაში დომინირებენ. გასული წლის გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა რეკორდული რაოდენობა, ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ქვეყანას მესამე ძალა ესაჭიროება. დამფუძნებელი ეროვნული ყრილობა მომავალ ზაფხულს გაიმართება. წინასაარჩევნო აქტივობა კი, შემოდგომისთვის იგეგმება.