თეგი: „ტეტრისი“
13 წლის ამერიკელი მოზარდი პირველი ადამიანია, რომელმაც პოპულარული თამაში - ტეტრისი დახურა
ოკლაჰომის შტატში მცხოვრები 13 წლის უილის გიბსონი პირველი ადამიანია, რომელმაც NES Tetris-ის თამაში დახურა.გიბსონმა თავისი გამარჯვება მამამისს მიუძღვნა, რომელიც ერთი თვის წან გარდაიცვალა. მან 37 წუთით თამაშის შემდეგ 157-ე დონეს მიაღწია, რის შემდეგაც პროგრამა გაიჭედა და აღარ გრძელდებოდა. „ღმერთო ჩემო! კი! ახლა გული წამივა. ხელებს ვეღარ ვგრძნობ," - ამბობდა გიბსონი თამაშის დახურვის შემდეგ. პროგრამული ხარვეზებისა და ტექნოლოგიური შეზღუდულობის გამო, ლასიკური Tetris-ის თამაშის გაგრძელება გარკვეულ ეტაპზე შეუძლებელი ხდება, რასაც თამაშის მოყვარულები ფაქტობრივად, მის "დახურვად" თვლიან. დღემდე ამ დონემდე მისვლა მხოლოდ ხელოვნურმა ინტელექტმა მოახერხა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი თამაში, Tetris-ი 1984 წელს მეცნიერმა ალექსეი პაიტნოვმა გამოიგონა.