თეგი: „ყირიმის პლატფორმა“

იენს სტოლტენბერგი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს დაესწრება

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს, „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს დაესწრება. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, „2022 წლის 23 აგვისტოს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას. ყირიმის პლატფორმის სამიტი ონლაინ ფორმატში გაიმართება ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეები, რომლებიც 23 აგვისტოს ონლაინ შეიკრიბებიან, აზოვის ზღვის, ასევე, შავი ზღვების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები და ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი თამილა ტაშევა აცხადებს. მისივე თქმით, ცალკე ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებებს. ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება. მანამდე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ სამიტს უკვე შეუერთდა 48 სახელმწიფოს წარმომადგენელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ათობით ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე დაადასტურა ღონისძიებაში მონაწილეობა უმაღლეს და მაღალ დონეზე. „ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთის უპრეცედენტო აგრესიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერა შენარჩუნებულია და ძლიერდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. უკრაინის მიერ 2021 წელს ინიცირებული კონსულტაციებისა და კომუნიკაციების ფორმატის უმთავრესი მიზანი ნახევარკუნძულის დეოკუპაციაა. „ყირიმის პლატფორმის“ პირველ სამიტს 2021 წლის 23 აგვისტოს, კიევმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 40-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.