თეგი: „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი
„შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი: სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება ხდებოდა
სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა, - ამის შესახებ „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა, დეა ერემაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, ხოლო საუბარია 8- დან 18 წლამდე გოგონებზე. „ერთ-ერთი სმენადაქვეითებული პირის „ინსტაგრამ“ გვერდზე, სმენადაქვეითებული პირები მსგავს ფაქტს განიხილავდნენ, რაც ორგანიზაციამ აღმოაჩინა. მტკიცებულებებს დღეს სამართალდამცავებს წარვუდგენთ. ვიდეოების ნაწილში დაზარალებულები კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ. ვიდეოებს „ჩატებშიც“ აზიარებდნენ. გოგონების შევიწროების გარდა, სავარაუდოდ, მათზე ძალადობის და გაუპატიურების შემთხვევებიც იყო“, - განაცხადეს ბრიფინგზე.