თეგი: „ჩრდილოეთის ფლოტი“

დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები „ჩრდილოეთის ფლოტის“ ალიანსს ქმნიან

დიდი ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან საფრთხის ზრდის ფონზე, არქტიკასა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში თავდაცვის გაძლიერების მიზნით, მრავალეროვნულ საზღვაო ძალებს აერთიანებს. „ჩრდილოეთის ფლოტის“ ალიანსის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა 2029 წლისთვის იგეგმება. გენერალმა გვინ ჯენკინსმა განაცხადა, რომ გასულ კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ, ჩრდილოეთ ევროპის საზღვაო ძალების უფროსებმა ხელი მოაწერეს „განზრახვების განცხადებას“, რათა „ჩრდილოეთის საზღვაო ძალების ინიციატივის“ დეტალები შემუშავებულიყო. მისი ინფორმაციით, ახალი ალიანსის შექმნა იგეგმება გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ბაზაზე, რომელშიც შედიან დიდი ბრიტანეთის, დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის სამხედროები. „დიდი ბრიტანეთი ჩრდილოეთ მოკავშირეებისგან შემდგარი საზღვაო ძალების ახალ მრავალეროვნულ ძალას აერთიანებს, რათა რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე საბრძოლველად და საკუთარი ზღვების დასაცავად მზად იყვნენ,“ განაცხადა სამეფო საზღვაო ძალების მთავარსარდალმა გვინ ჯენკინსმა. მისი შეფასებით, ახლა „გარდამტეხი ეტაპია“, როდესაც „დროის დაკარგვა აღარ შეიძლება.“ ალიანსის მართვა ლონდონიდან განხორციელდება.