თეგი: „ჰავანის სინდრომი“
მილერი „ჰავანის სინდრომზე“: დაზვერვის დასკვნით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი, ახალ ინფორმაციას შევისწავლით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარი გააკეთეს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც „ჰავანის სინდრომის“ რუსეთთან კავშირებზე მიუთითებს. სპიკერმა მეთიუ მილერმა კონკრეტული ინფორმაციის დადასტურებისგან თავი შეიკავა და დაზარალებულების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება რჩება მდივნის უმთავრეს პრიორიტეტად და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დაზარალებულთა დასახმარებლად,“ აღნიშნა მილერმა. არიან თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიუროში დარწმუნებულნი, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელი მოწინააღმდეგე იწვევს „ჰავანის სინდრომს?“ „2023 წლის მარტიდან დაზვერვის საზოგადოების ფართო დასკვნაა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი ჯანმრთელობის ამ „ანომალიურ ინციდენტებზე.“ ეს არის ის, რაც დაზვერვის საზოგადოებამ ინტენსიურად გამოიძია და აგრძელებს შესწავლას. ჩვენ შევხედავთ ახალ ინფორმაციას და გავაკეთებთ შეფასებებს სახელმწიფო დეპარტამენტში და ჩვენი დაზვერვის საზოგადოების კოლეგებთან ერთად,“ უპასუხა მილერმა ხსენებულ შეკითხვას. მანამდე, პენტაგონის მაღალჩინოსანს, რომელიც ვილნიუსში, NATO-ს შარშანდელ სამიტს ესწრებოდა, „ჰავანის სინდრომის“ მსგავსი სიმპტომები ჰქონდა. AP-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა საბრინა სინგმა განაცხადა. ჟურნალისტებმა "ჰავანის სინდრომსა" და GRU-ს შორის კავშირი აღმოაჩინეს: შემთხვევა თბილისშიც დაფიქსირდა ცნობისთვის, "ჰავანის სინდრომის" სიმპტომები, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები "ანომალიურ ინციდენტებად" (AHI) მოიხსენიებენ, შეიძლება, იწვევდეს თავის უკიდურეს ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევასა და ყურის ტკივილს. ამ მდგომარეობას ეწოდა "ჰავანას სინდრომი", რადგან ამერიკელი ოფიციალური პირების ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია პირველად აშშ-ის საელჩოში, კუბის დედაქალაქში 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა.
პენტაგონი ადასტურებს, რომ NATO-ს 2023 წლის სამიტზე, აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანს "ჰავანის სინდრომის" სიმპტომები ჰქონდა
პენტაგონის მაღალჩინოსანს, რომელიც ვილნიუსში, NATO-ს შარშანდელ სამიტს ესწრებოდა, „ჰავანის სინდრომის“ მსგავსი სიმპტომები ჰქონდა. AP-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა საბრინა სინგმა განაცხადა. „ოფიციალური პირი არ იყო თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ოფიციალური დელეგაციის წევრი, მაგრამ იქ იყო "ცალკე და მონაწილეობდა შეხვედრებში, რომლებიც NATO-ს სამიტის ნაწილი იყო," - აღნიშნა სინგმა. „მე შემიძლია, დავადასტურო, რომ თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანს განუვითარდა სიმპტომები, რომლებიც დაფიქსირდა "ანომალიურ ინციდენტებში,” - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. სინგს არ დაუკონკრეტებია, მიმართა თუ არა დაზარალებულმა სამედიცინო დახმარებას, ან იძულებული გახდა თუ არა, შეეწყვიტა მოვალეობის შესრულება ჯანმრთელობის პრობლემების გამო. როდესაც ჰკითხეს რუსეთის შესაძლო ჩართულობის შესახებ, სინგმ მედიას ურჩია, მიემართათ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ იძიებს ამ საკითხს. ცნობისთვის, "ჰავანის სინდრომის" სიმპტომები, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები "ანომალიურ ინციდენტებად" (AHI) მოიხსენიებენ, შეიძლება, იწვევდეს თავის უკიდურეს ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევასა და ყურის ტკივილს. ამ მდგომარეობას ეწოდა "ჰავანას სინდრომი", რადგან ამერიკელი ოფიციალური პირების ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია პირველად აშშ-ის საელჩოში, კუბის დედაქალაქში 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა. ჟურნალისტებმა "ჰავანის სინდრომსა" და GRU-ს შორის კავშირი აღმოაჩინეს: შემთხვევა თბილისშიც დაფიქსირდა