თეგი: „Sea Brezee 26-2“
აშშ-ის საელჩო Sea Breeze 2026-ში საქართველოს მონაწილეობაზე: მოკავშირეები და პარტნიორები აძლიერებენ რეგიონულ უსაფრთხოებას
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მრავალეროვნულ საზღვაო-სამხედრო სწავლებაში — „Sea Breeze 2026“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. წლევანდელი სწავლება ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებზე იყო ორიენტირებული. „მოხარული ვართ, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღო „Sea Breeze 2026”-ში, აშშ-ის ხელმძღვანელობით გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო-სამხედრო სწავლებაში, რომელიც აერთიანებს NATO-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, თავსებადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად. წლევანდელი სწავლება ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებზე იყო ორიენტირებული. მონაწილეებმა გაიარეს წვრთნები ნაღმების აღმოჩენისა და განეიტრალების, წყალქვეშა სამუშაოსა და სამაშველო ოპერაციების, ასევე, ფეთქებადი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფისა და უეკიპაჟო სისტემების გამოყენების მიმართულებით. სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს სანაპირო დაცვისა და საქართველოს თავდაცვის ძალების 12 სამხედრო მოსამსახურე. ერთობლივი წვრთნებით მოკავშირეები და პარტნიორები აძლიერებენ რეგიონულ უსაფრთხოებას და ხელს უწყობენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას,“ - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტში.