თეგი: 1534 დასახლება
უკრაინამ ჯამში 1534 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა
მთლიანობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან 1534 დასახლება გაათავისუფლეს, მათ შორის 483 - ხარკოვის რეგიონში. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. „მიმდინარეობს დეოკუპაციის ღონისძიებები. სულ უკვე დეოკუპირებულია 1534 დასახლებული პუნქტი. დონეცკის, ლუგანსკის, მიკოლაივის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მუშაობა აღდგება“, - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ. ტიმოშენკომ ასევე აღნიშნა, რომ 500-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაწმენდილია ნაღმებისგან, ეროვნული პოლიციის მუშაობა აღდგენილია 1200 დასახლებაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა განაახლეს მუშაობა 1508 დასახლებაში. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხერსონის ოლქში 50-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს მისივე თქმით, რუსული არმიისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მუშაობა განაახლა 933-მა სამედიცინო დაწესებულებამ, 981 დასახლებაში გაიხსნა სასწავლო დაწესებულება, ხოლო ათასზე მეტ დასახლებაში მოქალაქეებს სოციალური დაცვის სერვისები სთავაზობენ. 922 დასახლებაში ფინანსური მომსახურება აღდგა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.