თეგი: AECOM
„ტრამპის მარშრუტის“ პროექტის მოსამზადებლად, სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკული კომპანია AECOM სომხეთში ჩავიდა, რათა TRIPP-ის პროექტზე კვლევა დაიწყოს. ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“ ფონდის საახელით ხორციელდება. საელჩოს ცნობით, დაგეგმილი სამუშაო მოიცავს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინადადებების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეგიონულ ინტეგრაციას. TRIPP-ის („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტი, აშშ-ის შუამავლობით, ვაშინგტონში, სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამშვიდობო დეკლარაციის ფარგლებში გაფორმდა. სომხეთის პარლამენტის სპიკერი „ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას აბსურდულად მიიჩნევს ბაქოს პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან და TRIPP-თან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაში - ADY ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს