თეგი: Arc

ახალი ერა ლოგოსტიკაში - რა მისიას შეასრულებს კოსმოსური-სატრანსპორტო ხომალდი Arc

კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანია Inversion-მა წარმოადგინა ინოვაციური კოსმოსური ხომალდი Arc, რომელიც ორბიტიდან დედამიწის ნებისმიერ წერტილში ტვირთის ერთ საათზე ნაკლებ დროში გადასატანად შეიქმნა. Arc-ის კოსმოსური ხომალდი წინასწარ განთავსდება დედამიწის დაბალ ორბიტაზე, რითაც მომხმარებლის საჭიროებებს მოერგება. დროთა განმავლობაში, ორბიტაზე ათასობით Arc იმუშავებს, რითაც გლობალური ლოგისტიკური ქსელის შექმნა იგეგმება. კომპანიის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია კრიტიკული მისიის ფარგლებში, რთული ინფრასტრუქტურის ან მიუწვდომელ გარემოში სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოლფს. „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უსაფრთხოება დღეს ყველაზე აქტუალურია, Inversion-ის გრძელვადიანი ხედვა მოიცავს გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე თავდაცვას. კომპანია კოსმოსს ახალი გლობალური ლოგისტიკური ქსელის ხერხემალად მიიჩნევს - ისეთის, რომელიც დედამიწას უფრო ხელმისაწვდომს გახდის,“ - განმარტავენ კომპანიაში. Inversion-ის აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის ჯასტინ ფიაშეტის თქმით, ეს აპარატი გლობალური ლოგისტიკური ქსელის ნაწილი გახდება, რომელიც შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის „ტრანსფორმაციულ ხელმისაწვდომობას, მდგრადობასა და შეკავებას“ უზრუნველყოფს. კომპანიამ განაცხადა, რომ კოსმოსურ ხომალდს აშშ-ის სამხედროებისთვის 225 კგ-ს მარაგის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თითქმის მყისიერად მიწოდება შეეძლება. Arc არის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის სიგრძე 2.4, სიგანე კი, 1.2 მეტრია - მას შეუძლია ზუსტი დაშვება პარაშუტის სისტემის გამოყენებით. შექმნილია კრიტიკული აღჭურვილობის ორბიტაზე შესანახად და დედამიწაზე მის მყისიერად დასაბრუნებლად. Arc გამოირჩევა შეუდარებელი სიჩქარითა და პოტენციური სამხედრო გამოყენების შესაძლებლობით, რაც არის უნიკალური გადაწყვეტა სტრატეგიული მისიებისა და სწრაფი რეაგირების ლოგისტიკისთვის. კოსმოსური ხომალდის მიზანია, რომ აშშ-ის სამხედროებს საჭირო მარაგების სწრაფად მიწოდებაში დაეხმაროს. Inversion-ის განცხადებით, Arc გამოირჩევა განსაკუთრებული მახასიათებლებით, მათ შორის, მაღალი მანევრირებით ფრენის ყველა ფაზაში და ატმოსფეროში ხელახალი შესვლისას დიდი მანძილების დაფარვის უნარით. Inversion-ს უკვე აქვს გამოცდილება ორბიტალურ მისიებში. 2025 წლის იანვარში, მისი პროტოტიპი კოსმოსური ხომალდი Ray, SpaceX-ის Transporter-12 მისიის ფარგლებში ორბიტაზე გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ Ray-მ დედამიწაზე დაბრუნება ძრავის პრობლემის გამო ვერ შეძლო, მან წარმატებით გამოსცადა ძირითადი ტექნოლოგიები ორბიტაზე, რაც კომპანიაში, Arc-ის განვითარებისკენ გადამწყვეტ ნაბიჯად შეაფასეს.  Inversion-ის თანადამფუძნებლისა და ტექნოლოგიების მთავარი დირექტორის ოსტინ ბრიგსის თქმით, პირველი Arc მისია 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.