თეგი: Azimuth

Azimuth-მა სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა სრულად ამოიღო

რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა, რომელიც 19 მაისიდან საქართველოსთან ფრენებს დაიწყებს, სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა ამოიღო. რეგისტრაციისას ან ბილეთის ყიდვისას, შესაძლებელია დოკუმენტის ან პირადი ნომრის ჩაწერა, საბუთის გამცემი ქვეყნის მითითების გარეშე. ამის შესახებ Эхо кавказа წერს. მედია წერს, რომ მანამდე რუსეთის დუმის დეპუტატმა ზურაბ მაკიევმა რუსეთის გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართა, გადაემოწმებინა ინფორმაცია ავიაკომპანია "აზიმუტის" მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სარეგისტრაციო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღების შესახებ. დუმის დეპუტატი "აზიმუტისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევაც მოითხოვა. 16 მაისს, ავიაკომპანია „აზიმუტმა" ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო, რასაც მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატის უკმაყოფილება და მოთხოვნა, რომ „აზიმუტს“ ლიცენზია ჩამოერთვას. უკვე, 16 მაისის საღამოს კი, სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა საერთოდ ამოიღო.