თეგი: B61-13

აშშ სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის ახალი ბირთვული ბომბების მიწოდებას იწყებს

„Pantex“-ის საწარმომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს მოდერნიზებული ბირთვული საავიაციო ბომბები — B61-13 — გადასცა. ამის შესახებ ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ბირთვული ინფორმაციის პროექტის დირექტორმა ჰანს კრისტენსენმა განაცხადა. ეს საბრძოლო მასალები, რომლებიც სტრატეგიულ ბომბდამშენებზე განთავსდება, დაახლოებით 360 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტის სიმძლავრისაა. პირველი ბომბი 2025 წლის მაისში აიწყო. B61-13-ის სიმძლავრე 360 კილოტონაა, რაც ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ამერიკული ბომბის სიმძლავრეს 24-ჯერ აღემატება. პირველი ბომბი 2025 წლის მაისში დამზადდა, თავდაპირველ ვადაზე თითქმის ერთი წლით ადრე.  ბომბის დანიშნულება ბირთვული ომის შემთხვევაში მიწისქვეშა ბუნკერებისა და გამაგრებული სამეთაურო პუნქტების განადგურებაა.  აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრ კრის რაიტის განცხადებით, ბომბის შექმნა ადასტურებს ვაშინგტონის შესაძლებლობას, უპასუხოს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს. მისი თქმით, ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია ტრამპის პრინციპის — „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ — განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.