თეგი: BA.5
BA.5 - ომიკრონის ქვევარიანტი, რომლის სწრაფად გავრცელებაა მოსალოდნელი
BA.5 ქვევარიანტით გამოწვეული კორონავირუსის შემთხვევების გლობალური ზრდის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მას ამჟამად „შეშფოთების ვარიანტად“ განიხილავს. გერმანიის ჯანდაცვის უმაღლესი სააგენტოს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ინფექციების რაოდენობა სავარაუდოდ, ამ ზაფხულს მოიმატებს. ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ, რობერტ კოხის ინსტიტუტმა (RKI), განაცხადა, რომ ომიკრონის ქვევარიანტები BA.4 და BA.5 უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ყველა სხვა ვარიანტი და რომ ქვეყანაში შემთხვევების უმეტესობა სწორედ მას დაუკავშირდება. BA.5 ვარიანტმა უკვე გამოიწვია შეშფოთება სამხრეთ აფრიკაში მაისის დასაწყისში, მაგრამ შემდგომი ტალღა შედარებით სუსტი იყო და ამჟამად, გავრცელების დონე იკლებს. ექსპერტები ამბობენ, BA.4 და BA.5 ნაკლებად საშიშია. ახალი ვარიანტები უფრო მეტად აზიანებენ ზედა სასუნთქ გზებს, ვიდრე ფილტვებს, რაც უფრო ნაკლებად იწვევს სიკვდილს. ჯანმომ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემია 2020 წლის მარტში გამოაცხადა. ეპიდვითარების შედარებით გაუმჯობესების ფონზე და „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი ვარიანტის გამო ქვეყნების უმრავლესობამ შეზღუდვები მოხსნა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ მაინც აცხადებს, რომ პანდემიის დასრულებისგან მსოფლიო შორსაა.