თეგი: BIBER

გერმანია უკრაინას BIBER-ის ტიპის ტანკს და სხვა სამხედრო დახმარებას მიაწვდის

გერმანია უკრაინაში 16 ხიდის ტანკის - BIBER-ის, 10 საზენიტო იარაღის - GEPARD-ის გაგზავნას გეგმავს. „GEPARD-ები მრავალი წელია არ იმყოფებიან ბუნდესვერის სამსახურში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შეცვლა არ არის საჭირო, ისინი უზრუნველყოფილი იქნება ინდუსტრიის მარაგებიდან", - განუცხადა ჟურნალისტებს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა დევიდ ჰელბოლდმა. მან არ დააკონკრეტა, როდის გადაეცემა ეს ტექნიკა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მანამდე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა, რომ „საზენიტო ქვემეხების მეორე პარტია (GEPARD) მალე მიეწოდება უკრაინას“. გარდა ამისა, მისი თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინაში უნდა გაიგზავნოს - BIBER-ი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას მიაწვდის „ზამთრის პაკეტს": ელექტრო გენერატორებს, თერმო ტანსაცმელს, საკვებს და საველე აღჭურვილობას. ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამაზე, რომელიც ნიდერლანდებთან ერთად განხორციელდება. უახლოეს თვეებში სასწავლო კურსების სპექტრი გაფართოვდება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების გათვალისწინებით. ამ კონტექსტში ლამბრეხტმა გამოაცხადა ახალი ინიციატივა: ნაღმების გაწმენდის ღონისძიებები. „ეს აჩვენებს, რომ ჩვენ უკრაინას ძალიან ფართოდ, ძალიან ინტენსიურად ვუჭერთ მხარს“, - აღნიშნა ლამბრეხტმა. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული სიის მიხედვით, გერმანია გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს 16 ხიდის დამდგმელი ტანკი BIBER, 10 საზენიტო ქვემეხი GEPARD, ასევე, საბრძოლო მასალა. ინფორმაციისთვის, Biber-ი  არის საბრძოლო საინჟინრო მანქანა ატარებს და განათავსებს თავდასხმის ხიდს, რათა დაეხმაროს ჯარისკაცებს ნაკადების, ტანკსაწინააღმდეგო თხრილების და სხვა მცირე დაბრკოლებების გადაკვეთაში ბრძოლის ველზე.