თეგი: Binance
კრიპტოვალუტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძარცვა
გასულ კვირას კრიპტოვალუტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძარცვა მოხდა. კრიპტობირჟა Binance-იდან 6,3 მილიარდი დოლარი მოიპარეს. თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები არიან ეჭვმიტანილნი. მილიარდობით დოლარი 20 წუთში გაქრა. ამერიკული ბლოკჩეინ-ანალიტიკური კომპანიების, TRM Labs-ისა და Chainalysis-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა გამოიყენეს სქემა, რომელიც ძალიან ჰგავს გასულ წელს კრიპტო-ბირჟა Bybit-ზე განხორციელებულ თავდასხმას. დამნაშავეებმა ბირჟის საფულეებიდან თანხები ჰაკერების კონტროლირებად მისამართებზე გადარიცხეს. ჩრდილოეთ კორეა (ფხენიანი) ოფიციალურად უარყოფს ბრალდებებს და აშშ-ის განცხადებებს „აბსურდულ რიტორიკას“ უწოდებს. დასავლური სპეცსამსახურები და გაეროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ მკაცრი საერთაშორისო სანქციების ფონზე, კრიპტოვალუტის ქურდობა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისთვის ეკონომიკის გადარჩენისა და ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა.