თეგი: Blueberry Farm
საელჩო: საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობების 30% აშშ-ის მხარდაჭერითაა შექმნილი
გურიაში ვიზიტისას ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი მოცვის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს ესტუმრა და დაათვალიერა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრე მეურნეობა, რომელიც საელჩოს შეფასებით, უმნიშვნელოვანესია ამ ბიზნესის წარმატებისთვის. „ამ სამაცივრე მეურნეობის მეშვეობით Blueberry Farm-ი, რომელსაც საკუთარი წარმოებაც აქვს, მეზობელი მწარმოებლების მოსავალსაც შეიძენს. დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობების 30% აშშ-ის მხარდაჭერითაა შექმნილი. საქართველოდან მოცვის ექსპორტი სტაბილურად იზრდება და მხოლოდ შარშან მოგებამ $14 მილიონს გადააჭარბა. ამერიკის მთავრობისთვის ეს განსაკუთრებით სასიხარულოა, ვინაიდან 2018 წლიდან აქტიურად ვეხმარებით მოცვის მწარმოებლებს, ვამარაგებთ მათ თანამედროვე ტექნოლოგიებით და ცოდნით. შედეგად ვიღებთ გაზრდილ შემოსავალს რეგიონებში მცხოვრებლებისთვის და მეტ სამუშაო ადგილს,“ აცხადებს ამერიკის საელჩო.