თეგი: Carlsberg

Carlsberg-ი რუსეთში აქტივებს ყიდის

დანიური ლუდსახარშის კომპანია Carlsberg Group რუსეთში აქტივებს ყიდის. ეს პროცესი სავარაუდოდ, ზაფხულამდე დასრულდება. აცხადებენ კომპანიაში. კომანიამ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად 2022 წელს გამოაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბევრმა კომპანიამ დატოვა რუსეთი. რიგმა კომპანიებმა კი, აქტივები გაყიდეს. მოსკოვს დასავლეთმა მძიმე სანქციები დაუწესა.  

Carlsberg-ის აღმასრულებელი დირექტორი: რუსეთმა ჩვენი ბიზნესი მოიპარა

დანიურმა კონცერნმა, Carlsberg-მა რუსეთთან  ყოველგვარი საქმიანი კავშირები გაწყვიტა და უარს ამბობს, მოურიგდეს რუსეთის მთავრობას, რომელსაც ფირმის აქტივების კონფისკაცია სურს, კანონიერად გააფორმოს. ამის შესახებ კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა. დანიური ჯგუფი გასული წლიდან ცდილობს, გაყიდოს თავისი შვილობილი ფირმა, „ბალტიკა“ რუსეთში, როცა გაჰყვა სხვა დასავლური ფირმების ნაბიჯებს, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყვების გამო რუსეთი დატოვეს. Reuters-ის ცნობით, ივნისში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მყიდველს მიაგნო, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მომდევნო თვეში მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დაეპატიმრებინა ადგილობრივ ლუდსახარშ კომპანიაში Carlsberg-ის წილი. „გვერდს ვერ ავუვლით ფაქტს, რომ მათ მოიპარეს ჩვენი ბიზნესი, და რომ ჩვენ არ ვაპირებთ დავეხმაროთ მათ, ეს კანონიერად გაასაღონ," - განაცხადა იაკუჰ აარუპ-ანდერსენმა. Carlsberg-ს რუსეთში რვა ქარხანა ჰქონდა, სადაც 8400 ადამიანი იყო დასაქმებული. შარშან "ბალტიკის" ღირებულება 1,41 მილიარდ დოლარად შეფასდა. აარუპ-ანდერსენმა განმარტა, რომ ივლისიდან მოყოლებული Baltika-ს მენეჯმენტთან და რუსეთის ხელისუფლებასთან შეზღუდული ურთიერთქმედების გამო, კარლსბერგმა ვერ იპოვა რაიმე მისაღები გამოსავალი სიტუაციიდან.