თეგი: EAPC
ისრაელი ევროპასა და აზიას შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის შექმნას გეგმავს
ისრაელი 254-კილომეტრიან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების აგებას გეგმავს ხმელთაშუა ზღვასა და წითელ ზღვას შორის, რაც თავის მხრივ, უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს ევროპასა და ყურის ქვეყნებსა და აზიას შორის, განაცხადა ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ. Reuters-ის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული ჯგუფი - EAPC კაბელს ნავთობსადენის მარშრუტის გასწვრივ ააშენებს, რომელიც ისრაელის გავლით, ხმელთაშუა ზღვის პორტ აშკელონიდან ეილატამდე (ქალაქი სამხრეთ ისრაელში, წითელი ზღვის ნაპირზე), წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში გადის. EAPC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იციკ ლევიმ ხაზი გაუსვა, რომ პროექტის განხორციელებისას, ისრაელი პოზიციონირებს, როგორც საკომუნიკაციო სახმელეთო ხიდი, რომელიც აკავშირებს ყურის ქვეყნებსა და აზიას ევროპასთან. ვარაუდობენ, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები შეუერთდება ისრაელს გლობალური კომუნიკაციების პროექტში.