თეგი: ENKA
ENKA-მ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და ნამახვანის $40 მლნ-ის აქტივები ჩამოწერა
გამოქვეყნდა ENKA Insaat-ის 2021 წლის ფინანსური ანგარიში, რომლიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფოსა და ENKA Renewables-ს შორის “ნამახვაჰნესის” მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად არის გაწყვეტილი. ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ კომპანიამ “ნამახვანის” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა $40.4 მილიონი დოლარის ოდენობით ჩამოწერა. ამის შესახებ bm.ge წერს. ENKA საქართველოში ჯამში $800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.ENKA-მ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ “ფორს-მაჟორის” გათვალისწინებით საინვესტიციო ხელშეკრულებას გაწყვეტდა, რასაც მოყვა მთავრობის განმარტება, რომ ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ. როგორც ENKA-ს ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობამ ვერ დაარწმუნა კომპანია, რათა კონტრაქტი შენარჩუნებულიყო.“ჯგუფის 90%-იანი მფლობელობის ქვეშ მყოფმა შპს ENKA Renewables-მა გაწყვიტა 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ფლობა, ოპერირების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან, ესკოსთან და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან.ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა საქართველოს მთავრობის მხრიდან პირობების დარღვევის და ფორს-მაჟორის გამო. იმის გამო, რომ საწარმოო დანადგარები და აღჭურვილობა ასევე სხვა საკუთრება ვერ იქნება გამოყენებული, კომპანიამ ის საბალანსო ღირებულებით - $40,389,000 ჩამოწერა,”- ნათქვამია ENKA INSAAT-ის ფინანსურ ანგარიშში.შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. მთავრობამ გამოაცხადა “მორატორიუმიც” და კომპანიას გარკვეული პერიოდით კაშხლის მშენებლობის დაწყებაც აუკრძალა. აქედან რამდენიმე თვეში ENKA-მ ფორს-მაჟორის და კონტრაქტის პირობების დარღვევის შესახებ განაცხადა და ხელშეკრულების გაწყვეტისთვის დაიწყო მზადება.საქართველოს მთავრობამ პროექტზე ბოლო კომენტარი 21 თებერვალს გააკეთა, მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მოლაპარაკებები იურისტების დონეზე მიმდინარეობდა.“კომპანია ენკას თავისი პრეტენზია გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე გარკვეული წინადადებები აქვთ, საიდანაც რაღაცას ვითვალისწინებთ, რაღაცას არა. ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვიდრე არ იქნება სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ჩვენი მხრიდან ჩართულია საექსპერტო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიები,"-განაცხადა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ ეკონომიკის მინისტრი: მთავარი ამოცანაა, ENKA-სთან შეთანხმება ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე მოხდეს თეა წულუკიანი: ENKA-სთან ხელშეკრულების შეწყვეტა ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისათვის ეკონომიკაახალი ამბები ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს