თეგი: European Aquatics

ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილი ,,European Aquatics-ის“ პრეზიდენტმა ანტონიო დე სილვამ დააჯილდოვა

დღეს ოფიციალურად გაიხსნა ევროპის საწყლოსნო ფედერაციის საანგარიშო ყრილობა — „კონგრესი 2025“, რომელსაც თბილისი პირველად მასპინძლობს. კონგრესს მრავალი ქვეყნიდან ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და ვეტერანი წყალბურთელები. ბოლო პერიოდში, საქართველოს მიღწევები საწყლოსნო სპორტში განსაკუთრებით აღსანიშნავია. ამ მიმართულებით, ჯანსაღი კონკურენციაც გაჩნდა და სწორედ ამ დღეებში პრეზენტაცია შედგა ახალი გუნდის ,,აპოლოსი“, რომელიც უკვე საქართველოს ჩემპიონია და ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ ემზადება.  სწორედ ამიტომაც, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა, ანტონიო სილვამ, ბიზნესმენ და მეცენატ და თავად ვეტერან წყალბურთელს, ,,აპოლოს'' სულისჩამდგმელ და დამფუძნებელ, დიმიტრი აბდუშელიშვილს, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის სახელით გადასცა საპატიო ჯილდო, მის მიერ შეტანილი  წვლილისთვის წყალბურთის განვითარების საქმეში. კონგრესი საქართველოს სასწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, 2 დღის განმავლობაში, 26-27 სექტემბერს მიმდინარეობდა. საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის ეგიდითა და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ ღონის კონგრესს 42 ქვეყნის 140-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. კონგრესის ფარგლებში შეჯამდა 2025 წლის მიღწევები საწყლოსნო სპორტში. წყალბურთის კლუბი “აპოლო” ევროლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ემზადება