თეგი: HIMARS-ი

WSJ: პენტაგონმა HIMARS-ის სისტემებს მოდიფიკაცია ფარულად ჩაუტარა, რათა უკრაინას, რუსეთის ტერიტორია არ დაებომბა

შეერთებულმა შტატებმა ფარულად ჩაუტარა HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებს მოდიფიკაცია, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გადასცა, რათა მათი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დასაბომბად გამოყენება (შორი მანძილის რაკეტების გასაშვებად) არ მომხდარიყო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ს ანონიმურობის პირობით აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს. „ვაშინგტონმა ასეთი ნაბიჯი გადადგა მოსკოვთან კონფლიქტის ესკალაციის რისკის შესამცირებლად“,-აცხადებენ გაზეთის თანამოსაუბრეები. კერძოდ, მოდიფიცირებული დანადგარების გამოყენება არ შეიძლება ATACMS რაკეტების გასაშვებად, რომელთა დიაპაზონი 300 კილომეტრამდეა. „შეერთებულმა შტატებმა არ მიაწოდა ასეთი რაკეტები უკრაინას, მაგრამ შეზღუდა მათი გამოყენების შესაძლებლობა HIMARS-ით იმ შემთხვევაში, თუ კიევი მიიღებს ATACMS-ს სხვა წყაროებიდან“, - წერს WSJ. უკრაინამ მიიღო შეერთებული შტატებიდან 20 HIMARS-ის გამშვები და რაკეტების დიდი მარაგი, რომელთა მანძილი 80 კილომეტრამდეა. ამ რაკეტებს უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საბრძოლო მასალის საცავებსა და სამეთაურო ცენტრებზე იერიშისთვის.  HIMARS-ის გადაცემისას, ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად დაჰპირდა შეერთებულ შტატებს, რომ მათ არ გამოიყენებდნენ რუსეთში სამიზნეების გასანეიტრალებლად.