თეგი: Heineken
Heineken-ი რუსეთს ბიზნესის ერთ ევროდ გაყიდვით ტოვებს - Reuters
ლუდის მწარმოებელმა ჰოლანდიურმა ბრენდმა Heineken-მა რუსეთში თავისი აქტივების გაყიდვის შესახებ გამოაცხადა. Reuters-ის ცნობით, მყიდველი პარფიუმერიის, კოსმეტიკური და საყოფაცხოვრებო პროდუქციის უმსხვილესი რუსული მწარმოებელი, Arnest Group-ი გახდა. კომპანიამ აღიარა, რომ გარიგება 300 მილიონი ევროს მოსალოდნელ კუმულაციურ ზარალს გამოიწვევს. გარიგება გამოსყიდვის უფლებებს არ ითვალისწინებს. განახლება: Heineken-ი Arnest Group-ს ბიზნესს სიმბოლურ ფასად, 1 ევროდ მიჰყიდის. გარიგების თანახმად, რუსეთში Heineken-ის 1800-ვე თანამშრომელს Arnest Group-ისგან მომდევნო სამი წლის განმავლობაში დასაქმების გარანტიები მისცეს. „ეს გარიგება უზრუნველყოფს საარსებო წყაროს ჩვენი თანამშრომლებისთვის და ქვეყნიდან პასუხისმგებლობით გასვლის საშუალებას გვაძლევს,“ - განაცხადა Heineken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოლფ ვან დენ ბრინკმა. მან არ დააკონკრეტა დეტალები იმის შესახებ, თუ რატომ გაგრძელდა მყიდველის ძებნა მოსალოდნელზე მეტხანს და ამ პროცესს „ძალიან რთული" ს უწოდა. „მოხარულები ვართ, რომ ვიპოვეთ შესაფერისი მყიდველი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სანდო მხარე... მოხარული ვართ, რომ ეს პროცესი დასრულდა და შეგვიძლია რუსეთის დატოვება," - განაცხადა ვან დენ ბრინკმა. თავის მხრივ, საკითხში გარკვეულმა სამმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, მოსკოვი ითხოვს დიდ ფასდაკლებას იმ აქტივების ფასზე, რომლის გაყიდვაც კომპანიებს სურთ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში საქმიანობა 1000-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა Heineken N.V.-მ რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, გასული წლის მარტში მიიღო.