თეგი: ICJ

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა

უკრაინა რუსეთს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) უჩივის. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 თებერვალს Twitter-ზე გაავრცელა. მისი შეფასებით, „რუსეთის კრიმინალური მოქმედებები უკრაინაში“ გენოციდის ნიშნებს შეიცავს. „რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, - განაცხადა ზელენსკიმ. (ICJ) გაეროს საერთაშორისო სასამართლო, გაეროს მთავარი სამართლებრივი ორგანოა. მდებარეობს ქალაქ ჰააგაში. გაეროს საერთაშორისო სასამართლო ექვსიდან ერთადერთი მთავარი ორგანოა, რომელიც ნიუ-იორკში არ არის განთავსებული.