თეგი: IFJ
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს წევრობა შეუჩერა
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს (RUJ) წევრობა შეუჩერა. წევრობის შეჩერება მოჰყვა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის განყოფილებების გახსნას უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ოლქში. მანამდე საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირისგან მათი დახურვა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია 140 ქვეყნის მედიასაშუალებების 600 ათასზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი საერთაშორისო ფედერაციაში 1995 წლიდან შედის.