თეგი: IT
TI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული 21 300 რუსული კომპანიიდან, მხოლოდ 1700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ამ 1700 კომპანიის 82% კი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. „რაც შეეხება დარჩენილ წილს, კომპანიების 4.9% დიზაინერულ და სარეკლამო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს. 4.4% განათლების, ხელოვნებისა და გართობის სფეროში საქმიანობს; 3.3% ვაჭრობასა და წარმოების სფეროშია, ხოლო კომპანიების 5.3% სხვადასხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენელია,“ - წერია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, 2022-2023 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ჯამში, 21 300 კომპანია დაარეგისტრირეს.