თეგი: IT კოალიცია
უკრაინა, ესტონეთი და ლუქსემბურგი IT კოალიციას ქმნიან
უკრაინამ, ესტონეთმა და ლუქსემბურგმა IT კოალიცია შექმნეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ახალი კოალიციის საინაუგურაციო შეხვედრა რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-15 შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. „IT კოალიციის მიზანია, უზრუნველყოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებისთვის უსაფრთხო და გამძლე IT ინფრასტრუქტურა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, ბრძოლის ველზე უფრო ეფექტიანი იყოს. ჩვენ მადლობელი ვართ ესტონეთისა და ლუქსემბურგის ლიდერობისთვის ამ ინიციატივის წინ წაწევისთვის,“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა. ღონისძიებაში სულ 20 ქვეყანა მონაწილეობდა. სამინისტროს ცნობით, ინიციატივას განზრახვის დეკლარაციაზე ხელმოწერით, უკვე შეუერთდნენ ბელგია, დანია, ლიეტუვა და ლატვია.