თეგი: Infiniti
იაპონური ავტომწარმოებელი Infiniti რუსეთის ბაზარს ტოვებს
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Infiniti-მ განაცხადა, რომ რუსეთის ბაზრიდან გადის. რუსეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 63%-ით შემცირდა იაპონურმა ბრენდმა, ახალი ავტომობილების მიწოდება რუსეთის ბაზარზე 9 მარტს შეაჩერა. კომპანიამ განაცხადა, რომ რეგულარულად აკვირდება რუსეთში არსებულ ვითარებას და აანალიზებს სანქციების გავლენას ბრენდსა და ბიზნესზე. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების გამო, რუსული ბაზარი ბევრმა ავტომწარმოებელმა დატოვა. Ford-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს მათ შორისაა General Motors-ი, Volvo, Mitsubishi, Harley-Davidson-ი, Ford-ი, BMW, Jaguar Land Rover-ი, Volkswagen-ი, Skoda, Mercedes-Benz-ი და სხვები, მათ შორის პრემიუმ ბრენდები Porsche, Ferrari და Lamborghini. Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს ევროპული ბიზნესის ასოციაციის (AEB) მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით აგვისტოში, რუსეთში ავტომობილების გაყიდვები 62,4%-ით შემცირდა. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2022 წლის ცხრა თვეში 20,7%-ით ნაკლები მეორადი ავტომობილი შეიძინეს.