თეგი: KazMunayGaz
KazMunayGaz-ი და SOCAR-ი აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის გაზრდაზე მუშაობენ
ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია KazMunayGaz-ი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან ერთად, აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე მუშაობს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. KazMunayGaz-სა და SOCAR-ს შორის მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება (წლიური მოცულობით 1,5 მილიონი) ტონა წელს დაიწყო. ითვალისწინებს რა მნიშვნელოვან თავისუფალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს და ხმელთაშუა ზღვაზე წვდომას, ეროვნული კომპანია აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტს პრიორიტეტულ საექსპორტო მიმართულებად მიიჩნევს. აზერბაიჯანული მხარის წინადადებით, ნავთობკომპანია KMG ასევე სწავლობს ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და პოტენციური სარკინიგზო მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობას. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ნავთობის ტრანსპორტირების მიმართულება დამოკიდებული იქნება მარშრუტის ეკონომიკურ ეფექტიანობასა და ტრანსპორტირების ღირებულებაზე. ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ - Reuters