თეგი: Microsoft:

Microsoft: რუსეთი ზამთარში უკრაინასა და მის მოკავშირეებზე კიბერშეტევებს გააძლიერებს

ამ ზამთარში რუსეთი გააძლიერებს თავის კიბერ აქტივობებს, რათა გავლენა მოახდინოს ქვეყნებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება, რომელიც Microsoft-ზე დაყრდნობის განცხადებას ეყრდნობა. „ეს ძალისხმევა მიზნად ისახავს, „შეარყიოს აშშ-ის, ევროკავშირისა და NATO-ს პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და შეარყიოს უკრაინის მოქალაქეების ნდობა და მონდომება“, - წერს  მედია. მისივე თანახმად, Microsoft-ის ციფრული საფრთხეების ანალიზის ცენტრის გენერალური მენეჯერი, კლინტ უოტსი მოუწოდებს მომხმარებლებს, მოემზადონ მეტი რუსული კიბერშეტევებისთვის ზამთრის განმავლობაში.