თეგი: NATO-ს მინისტერიალი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა
NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. „ნატოს მინისტერიალზე შესაძლებლობა მომეცა, მოკლედ გავსაუბრებოდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას. შევთანხმდით მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - დაწერა ილია დარჩიაშვილმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხევდრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოშიმაშა ჰაიაშისთან. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთიბების 30 წლისთავს და აღნიშნეს, რომ საიუბილეო თარიღი კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის. ხაზი გაესვა იაპონია-საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონელ კოლეგას, იაპონიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის, მათ შორის პანდემიის შედეგების აღმოფხვრისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისა და იაპონიის მთავრობის მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა პროექტისთვის. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების მზარდ პოტენციალს და მიესალმნენ გასულ წელს იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების და ორმაგი დაბეგვრის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და შეთანხმდნენ მომავალში აქტიურად იმუშაონ ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე საუბრისას, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე კულტურის სფეროში თანამშრომლობის და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ამ კუთხით მინისტრებმა განიხილეს იაპონიაში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში “ექსპო 2025” საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობა. მინისტრებმა ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში მოიწვია. ილია დარჩიაშვილი 6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალში მონაწილეობდა. ასევე წაიკითხეთ ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა