თეგი: Noble Partner 22
Noble Partner 22 იწყება
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა. სწავლებაში მონაწილე საქართველოს, აშშ-ის, NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო წვრთნების დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას პარტნიორებთან თანამშრომლობასა და რეგიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ასევე NATO-ს ძირითადი ჯგუფის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობს, ხოლო მხარდაჭერას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ახორციელებს. „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის განცხადებით, საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში - „ღირსეული პარტნიორი“ შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და სხვა ქვეყნის 19 სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. მისივე ცნობით, აშშ-დან მონაწილეობას მიიღებს მე-2 საკავალერიო პოლკი, მე-18 სამხედრო პოლიციის ბრიგადა, მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადა, მე-7 არმიის სასწავლო სარდლობა, 409-ე საკონტრაქტო მხარდაჭერის ბრიგადა, 598-ე სატრანსპორტო ბრიგადა და საქართველოს ეროვნული გვარდიის 122-ე ტაქტიკური მხარდაჭერის რაზმი. უსაფრთხოების ძალების 1-54- დამხმარე ბატალიონი და 1-214 საველე საარტილერიო ბატალიონი. ამერიკული მხარის განცხადებით, Noble Partner-ი რეგიონული მრავალეროვნულ სასწავლო გარემოში პარტნიორობის გაძლიერებას, ასევე, აშშ-ის მზადყოფნის და თავსებადობა გაზრდას ემსახურება. წვრთნები საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ჩაატარონ სიტუაციური წვრთნები, ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშები და ერთობლივი მექანიზებული მანევრები. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის განცხადებით, ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი 2020“, აჩვენებს აშშ-ის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისადმი და ცხადყოფს, რომ NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები ერთად უფრო ძლიერები არიან. შეგახსენებთ, საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, „ღირსეული პარტნიორი 2022-ის“ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები სწავლების დაწყებამდე ორი დღით ადრე აცხადებს, რომ Noble Partner 22 (NP22) მისი მონაწილეების ურთიერთქმედების გაზრდას და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება. „მრავალეროვნულ წვრთნებს - Noble Partner 22 (NP22) (ღირსეული პარტნიორი) საქართველოს თავდაცვის ძალები და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ერთობლივად უძღვებიან. წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთქმედების გაზრდას, რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება. სხვადასხვა შესაძლებლობის ერთდროულად განლაგების დახმარებით, ბრძოლის ველზე დინამიკური ყოფნის უზრუნველყოფის პარალელურად, წვრთნები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფის, სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF), აშშ -ს არმიის ძალების (აქტიური და ეროვნული გვარდიის) აშშ -ის საჰაერო ძალების (აქტიური და საჰაერო ეროვნული გვარდია),მოკავშირეებისა და პარტნიორების ტრენინგისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას. მონაწილე დანაყოფებს პრაქტიკაში ეძლევათ ურთიერთქმედების შესაძლებლობა არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთანაც. ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა, Noble Partner 22 (ღირსეული პარტნიორი 22) (NP22) აუმჯობესებს ჩვენს უნარს, ტაქტიკურ დონეზე უზრუნველვყოთ მრავალეროვნული მისიის მართვა და კონტროლი. Noble Partner 22 (NP22) ასევე იძლევა შესაძლებლობას, ოპერატიულად უზრუნველყოს ტრანსპორტირების, მხარდაჭერისა და სასწავლო ინფრასტრუქტურა მრავალეროვნული ოპერაციული სცენარის შემთხვევაში“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2022“ უკვე მეექვსედ მასპინძლობს. წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ.