თეგი: Nokia
The New York Times: ფინური კომპანია Nokia კრემლს ჯაშუშური ქსელის აწყობაში დაეხმარა
The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ფინური კომპანია Nokia კრემლს ჯაშუშური ქსელის აწყობაში დაეხმარა, სატელეფონო საუბრების მოსასმენად და ელ. ფოსტაზე წვდომისთვის სისტემის შექმნით. „ამ თვეში Nokia-მ განაცხადა, რომ შეწყვეტს გაყიდვებს რუსეთში და დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა. თუმცა, ფინურ კომპანიას არ განუმარტავს, რა დაუტოვა რუსეთს: აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აკავშირებს მთავრობის ყველაზე მძლავრ ციფრულ სათვალთვალო ინსტრუმენტს ქვეყნის უდიდეს სატელეკომუნიკაციო ქსელთან“,- წერს The New York Times-ი. ამასთან, უკრაინამ 620 რუსი ჯაშუში გამოავლინა. უკრაინულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, როგორ ჩაუვარდა ხელში რუსი ჯაშუშების სია, თუმცა ცნობილია, რომ აღნიშნულ სიაში მოცემულია ჯაშუშების სახელები, პასპორტი, ტელეფონის ნომრები და ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული ჩვევებიც კი. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ 620 რუსი ჯაშუში გამოავლინა