თეგი: OnlyFans
სექსმუშაკებში პოპულარული OnlyFans-ი რუსი მომხმარებლებისთვის დაიბლოკა
ონლაინ სერვისი OnlyFans-ი, რომელიც პოპულარულია სექსმუშაკებსა და ეროტული კონტენტის მწარმოებლებში, რუსი მომხმარებლებისთვის დაიბლოკა. ამის შესახებ Meduza წერს. როდესაც მომხმარებლებმა საიტის გახსნა რუსული IP მისამართიდან სცადეს, მონიტორზე გაჩნდა წარწერა 403, რაც შეცდომის შეტყობინებას ნიშნავს და მიუთითებს, რომ საიტზე წვდომა უარყოფილია. სხვა ქვეყნებში, OnlyFans საიტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. OnlyFans-ის წარმომადგენლებს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, OnlyFans სერვისის ადმინისტრაციამ რუსეთიდან და ბელორუსიდან მოდელებისთვის ანგარიშები გაყინა და ასევე ამ ქვეყნების მომხმარებლებს ახალი მოდელების გამოწერა აუკრძალა. ამასთან, შეეზღუდათ OnlyFans-ის ხელმოწერის განახლება და ფასიანი კონტენტის ყურება.