თეგი: Tiger Meet
„NATO Tiger Meet 2024“ - შვეიცარია გერმანიაში მიმდინარე წვრთნებში ერთვება
შვეიცარიის არმია 13 ივნისამდე მიიღებს მონაწილეობას მრავალეროვნულ წვრთნებში "Tiger Meet", რომელიც გერმანიაში იმართება. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო სწავლება ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში. გერმანიაში შვეიცარიის საჰაერო ძალების პილოტები გამოიყენებენ ოთხ F/A-18-ის თვითმფრინავს საზღვრისპირა საჰაერო თავდაცვის სფეროში თავიანთი ცოდნისა და უნარების გასაღრმავებლად. წვრთნებში შვეიცარიის შეიარაღებული ძალების 50 წევრი ჩაერთვება. მასში სულ ათი ქვეყანა მონაწილეობს. სწავლებაში ჩართულია 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი, ათი ვერტმფრენი და 1500 პერსონალი. NATO-სგან მიღებულ წერილობით კომენტარში, ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან განმარტავს, რომ Tiger Meet არ არის NATO-ს სამხედრო წვრთნები და ალიანსი არ არის მისი ინიციატორი. „მას არ აქვს რაიმე ბრძანების ან კონტროლის მექანიზმი ამ წვრთნების მომზადებისა და წარმართვის განმავლობაში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. წვრთნას 1960 წლიდან ყოველწლიურად აწყობს NATO Tiger Association.