თეგი: Tinder

Tinder-ი რუსეთის ბაზარს დატოვებს

Match Group-მა, რომელიც გაცნობის აპლიკაცია Tinder-ს ფლობს, განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარს 2023 წლის 30 ივნისისთვის დატოვებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. კომპანია გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობის მოტივით ხსნის. „ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის ერთგულნი ვართ. ჩვენი ბრენდები იღებენ ზომებს რუსეთში მათს სერვისებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით, რუსული ბაზრიდან გასვლის პროცესი 2023 წლის 30 ივნისამდე დაასრულდება". - წერია განცხადებაში. ჯგუფის ერთ-ერთი აქციონერის, Friends Fiduciary-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ პერკინსმა Reuters-ს განუცხადა, რომ სანდო ბიზნესს კარგი მიზეზი აქვს რუსეთიდან წასვლისთვის: „სანდო ბრენდისთვის არ არის კარგი, რომ განაგრძოს ოპერაციები ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს მეთაურს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ“, - განაცხადა პერკინსმა.