თეგი: Western Union
გადახდის სისტემა Western Union-ი დღეიდან რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს
გადახდის სისტემა Western Union-ი დღეიდან რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, 24 მარტამდე რუსეთიდან სხვა ქვეყნებში გაგზავნილი გაუცემელი გზავნილები მომხმარებლებისთვის სხვა ქვეყნებში ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი. ხოლო, რაც შეეხება რუსეთში გაგზავნილ ფულს, 2022 წლის 24 მარტამდე გაუცემელი გზავნილები გამგზავნს დაუბრუნდება.