თეგი: ა

დმიტრო კულება: თუ EU-ს ქვეყანა გაზს რუბლში იყიდის, ეს უკრაინელების მოკვლაში რუსეთის დახმარება იქნება

„თუ ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყანა პუტინის შეურაცხმყოფელ მოთხოვნას ნავთობისა და გაზისთვის რუბლით გადახდის შესახებ თავს დაუხრის, ეს ცალი ხელით უკრაინის დახმარება, მეორე ხელით კი უკრაინელების მკვლელობაში რუსების დახმარება იქნება,“ - ამის შესახებ დმიტრო კულებამ განაცხადა. "მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, რომ ჭკვიანური და პასუხისმგებლობიანი არჩევანი გააკეთონ", - განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ

თოყაევმა ყაზახეთის სამხედრო დოქტრინა შეცვალა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის სამხედრო დოქტრინა შეცვალა.  თოყაევის  ბრძანებით ყაზახეთის არმიის „საბრძოლო პოტენციალი“ გაიზრდება და ტერიტორიული თავდაცვის სისტემის გაძლიერდება. ყაზახეთის არმიაში უკვე შეიქმნა დანაყოფები საინფორმაციო-ფსიქოლოგიური და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებისთვის. „ტერიტორიული თავდაცვა ინტეგრირებული იქნება სამხედრო უსაფრთხოების საერთო სისტემაში. ამისათვის შეიქმნება ჯარის თავდაცვის კონტროლის ორგანო“, - აცხადებს თოყაევი.  გარდა ამისა, ჯარების მობილურობის გაზრდის მიზნით, მიიღება ზომები ყაზახეთის ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. სამობილიზაციო მომზადების ფარგლებში, გატადება ღონისძიებები, რომლიც თანახმადაც ქვეყნის ეკონომიკა ომის დროს ახალ რეჟიმზე სწრაფად გადაეწყობა.   

მედია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ გემების მოძრაობა შეაჩერა

„შავი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში შექმნილი მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ, გემების მოძრაობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  საფრანგეთი, უკრაინული მარცვლეულის სახმელეთო გზით ექსპორტს განიხილავს უწყების განცხადებით, მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ, გემების მოძრაობა იმ დრომდე შეჩერდება, ვიდრე „სევასტოპოლში, გემებზე უკრაინის თავდასხმის საკითხი არ გაირკვევა“.  მედიის ცნობითვე, რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცახდეს, რომ გემებისთვის მოძრაობა უსაფრთხო კორიდორში მიუწვდომელი იქნება, „რადგან უკრაინამ ეს რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის გამოიყენა“.  უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილე არც ერთ მხარეს ამ დრომდე პროდუქციით დატვირთული გემების გადაადგილების შეჩერების შესახებ არ განუცხადებია. „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.