ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის სამხედრო დოქტრინა შეცვალა. თოყაევის ბრძანებით ყაზახეთის არმიის „საბრძოლო პოტენციალი“ გაიზრდება და ტერიტორიული თავდაცვის სისტემის გაძლიერდება.
ყაზახეთის არმიაში უკვე შეიქმნა დანაყოფები საინფორმაციო-ფსიქოლოგიური და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებისთვის.
„ტერიტორიული თავდაცვა ინტეგრირებული იქნება სამხედრო უსაფრთხოების საერთო სისტემაში. ამისათვის შეიქმნება ჯარის თავდაცვის კონტროლის ორგანო“, - აცხადებს თოყაევი.
გარდა ამისა, ჯარების მობილურობის გაზრდის მიზნით, მიიღება ზომები ყაზახეთის ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. სამობილიზაციო მომზადების ფარგლებში, გატადება ღონისძიებები, რომლიც თანახმადაც ქვეყნის ეკონომიკა ომის დროს ახალ რეჟიმზე სწრაფად გადაეწყობა.