„შავი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში შექმნილი მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ, გემების მოძრაობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
უწყების განცხადებით, მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ, გემების მოძრაობა იმ დრომდე შეჩერდება, ვიდრე „სევასტოპოლში, გემებზე უკრაინის თავდასხმის საკითხი არ გაირკვევა“.
მედიის ცნობითვე, რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცახდეს, რომ გემებისთვის მოძრაობა უსაფრთხო კორიდორში მიუწვდომელი იქნება, „რადგან უკრაინამ ეს რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის გამოიყენა“.
„მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილე არც ერთ მხარეს ამ დრომდე პროდუქციით დატვირთული გემების გადაადგილების შეჩერების შესახებ არ განუცხადებია.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს.
რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო.
უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.