თეგი: აზერბაჯანი

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად, სომხურ მხარეს, სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანმა შარლ მიშელს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება გააცნო „სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის", -აღნიშნა სომხეთის პრემიერმა. ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები ოთხი მიმართულებით განახორციელეს, მოგვიანებით კი კიდევ ორი-სამი მიმართულება დაემატა. მთავრობის მეთაურმა უარყო ბაქოს განცხადებები, რომ აზერბაიჯანის ქმედებები განხორციელდა სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ და ამ ცნობებს  აბსოლუტურად მცდარი უწოდა. ამ დროისთვის საომარი მოქმედებების ინტენსივობა შემცირდა, განაცხადა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის თავდასხმები ერთი-ორი მიმართულებით გრძელდება. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი აფასებენ სიტუაციას, ითვლიან ზარალს და განახლებული ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდება. დაღუპულების შესახებ საუბრობს აზერბაიჯანული მხარე, თუმცა, კონკრეტული რიცხვი ჯერ არ დაუსახელებია. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

მედია: კასპიის ზღვაში წყლის დონის კლება, ბაქოდან ყაზახეთის პორტებში ტვირთების გადაზიდვას საფრთხეს უქმნის

კასპიის ზღვაში წყლის დონის დაწევის პროცესის დაჩქარებამ, ბაქოდან ყაზახეთის პორტებში საზღვაო ტვირთების გადაზიდვას საფრთხე შეუქმნა.  ყაზახური მედიის ცნობით, ბოლო წლებში გემები, რომლებსაც კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე აქტაუსა და კურიკის პორტებში ტვირთები გადააქვთ, მოცულობას ამცირებენ, რადგან მეჩეჩზე დაჯდომის რისკი მაღალია. აქტაუსა და ატირაუს პორტები განლაგებულია შუა დერეფანში (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი), რომლის მნიშვნელობა საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით (რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ) გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ამ დერეფნის მონაწილეები ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის საკითხზე სხვადასხვა დონეზე დისკუსიებს მართავენ. თუმცა, კასპიის ზღვაში წყლის დონე კვლავ კლებულობს, რამაც შესაძლოა, მომავალში სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნას ტვირთების გადაზიდვას. ყაზახური მედიის ცნობით, მშრალი ტვირთების გადამზიდავი გემები და ტანკერები სრულად არ არის დატვირთული. კასპიის ზღვაში წყლის დონის კლება არა მხოლოდ გემებს უქმნის საფრთხეს, არამედ ზიანს აყენებს საზღვაო ეკოსისტემასაც. ამ დროისთვის, აქტაუს პორტი კასპიის ზღვის ყველაზე დიდი სატრანსპორტო კერაა, რომელიც საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების კვეთაზე მდებარეობს, როგორიცაა TRACECA, ჩრდილოეთ-სამხრეთი, INOGATE და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ეს უკანასკნელი გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით და შემდგომ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში მიდის. აქტაუს საზღვაო პორტის გარდა, რეგიონში კურიკის პორტი სარკინიგზო და საავტომობილო ნავსადგურებით ფუნქციონირებს, რომლებიც ერთდროულად ოთხ ბორანს ემსახურება. ნავთობპროდუქტები, ქიმიური პროდუქტები, ლითონები, სამომხმარებლო საქონელი და მრავალი სხვა გადაიზიდება კურიკის გავლით. იმპორტს შეადგენს საკვები, სამრეწველო აღჭურვილობა, სამშენებლო მასალები და სხვა საქონელი. პორტში სატრანზიტოა ტექნიკა, ელექტრონიკა, ტექსტილი, ქიმიური ნაწარმი, ლითონის ნაწარმი. გარდა ამისა, აქტაუს საზღვაო ტერმინალი (AMST) კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებს, რომელიც ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განუყოფელი ნაწილია. ჩრდილოეთ ტერმინალიდან ტვირთების ტრანსპორტირება ძირითადად ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანის პორტების მიმართულებით ხდება. საზღვაო ტრანსპორტის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარის კუანიშ ესეტოვის თქმით, „კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, გადამზიდავ კომპანიებთან ჯერ კიდევ 2006 წელს შეექმნათ. ეს პირველებმა იგრძნეს ორგანიზაციებმა, რომლებიც ქაშაგანის პროექტის ფარგლებში ხელოვნური კუნძულისა და ყინულის ბარიერების მშენებლობაში ჩაერთნენ. სამშენებლო მასალების მიწოდებისას ბარჟები წყლის დაბალი დონის გამო გადატვირთვის ადგილზე ვერ მოდიოდნენ. ეს იყო პირველი ნიშნები იმისა, რომ კასპიის ზღვამ შესაძლოა, სიღრმე დაკარგოს. სწორედ მაშინ დაიწყო საუბრები, რომ საჭირო იყო გარკვეული ზომების მიღება, მაგრამ შემდეგ ქაშაგანის ხელოვნური კუნძულისა და ყინულის ბარიერების მშენებლობა დასრულდა და ყველა დამშვიდდა“. ის, რომ კასპიის ზღვაში წყლის ამჟამინდელი დონე უარყოფითად მოქმედებს ნაოსნობაზე, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. აქტაუს საზღვაო პორტის თანახმად, ნავთობის ტანკერებს, რომელთა ტევადობა დღეს 12000 ტონაა, შეუძლიათ ბორტზე მაქსიმუმ 9000 ტონა დატვირთონ. მსგავსი ვითარებაა მშრალი სატვირთო გემების შემთხვევაშიც. თუ ადრე საკონტეინერო გემს შეეძლო 350 კონტეინერის გადატანა 20 ფუტის ეკვივალენტში, ახლა მხოლოდ მაქსიმუმ 280 კონტეინერის გადატანაა შესაძლებელი. „ახლა კასპიის ზღვაში მდებარე ყაზახეთის საზღვაო ნავსადგურებს გაწმენდა სჭირდება. წელს იგეგმება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება, შემდეგ კი საპროექტო ხარჯთაღრიცხვა. თავად სამუშაოები 2025 წელს განხორციელდება. პორტები სამართლიანად შიშობენ, რომ ზღვის დონის მკვეთრმა ვარდნამ შესაძლოა, უახლოეს მომავალში საზღვაო გადაზიდვის ღირებულების ზრდა გამოიწვიოს, შემდეგ კი ტვირთების სარკინიგზო და საგზაო მარშრუტებზე გადაადგილება“, - წერს მედია.  

აზერბაიჯანი და ევროკავშირი სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებაზე მსჯელობენ

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, პარვიზ შაჰბაზოვმა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონს დუბაიში შეხვდა. მხარეებმა სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისა და ე.წ. მწვანე დერეფნის რეალიზაციის საკითხები განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შაჰბაზოვისა და სიმსონის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ, ე.წ. მწვანე დერეფნის პროექტის რეალიზაციის მიზნით, უახლოეს ხანში შეიქმნება ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო 2024 წლის ბოლომდე დაგეგმილია პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. ე.წ. მწვანე დერეფნით, აზერბაიჯანიდან განახლებადი ენერგიის ევროპაში შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. პროექტში ჩართულები არიან აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი. გერმანია სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს - ოლაფ შოლცი